ოზურგეთში, გომის მთის გზაზე მიკროავტობუსი ამოტრიალდა.
შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა 1 მგზავრი, რამდენიმე კი დაშავდა.
როგორც რეგიონული გამოცემა "ბათუმელები" წერს, მიკროავტობუსით უცხოელი ტურისტები გადაადგილდებოდნენ, დაღუპული მგზავრი კი საქართველოს მოქალაქე გიდი იყო.