სამეგრელოში, ნაკიანი-ჩხოროწყუს დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ქვა-ღორღით დატვირთული სატვირთო მანქანა ხიდზე გადადიოდა.
ცნობილია, რომ ხიდმა სწორედ მის სიმძიმეს ვერ გაუძლო.
სატვირთოს მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ის ექსპერტიზაზე ქუთაისში გადაასვენეს.
არსებული ინფორმაციით, ხიდის მეორე მხარეს, გარახას მონაკვეთზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ასფალტი საფარს აგებდნენ და სწორედ იქ მიდიოდა სატვირთო მანქანა.