რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
"ტოიოტას", "მერსედესის", "კიას" და "ოპელის" მარკის მანქანების შეჯახების შედგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. დროებით, მაგისტრალზე შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობაც.