ზღვაში კაცი დაიხრჩო

2023-07-25 18:41:24

სარფში ზღვაში 40 წლამდე კაცი დაიხრჩო.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შეტყობინების მიღების შემდეგ ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფს მოქალაქეების მიერ ზღვიდან გამოყვანილი უგონო მამაკაცი დახვდათ.

მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწია, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.