თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე დღეს დილით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, თავდაპირველად, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, შემდგომ კი აღნიშნული ავტომობილების უკან მოძრავი კიდევ 8 სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.