რუსთავში ახალგაზრდა კაცს ეძებენ [photo]

2023-07-23 23:29:25

რუსთავში 28 წლის ბიჭს ეძებენ.

როგორც “ინფო რუსთავს” თორნიკე აბალაკის დედამ განუცხადა, ბიჭი სახლიდან გუშინ დილას გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისივე თქმით, ახალგაზრდამ დედას წერილი დაუტოვა.

ოჯახი მე-8 მიკრორაიონში ცხოვრობს.

“გუშინ დილით ვნახე წერილი დატოვებული ტელეფონთან და საბუთებთან ერთად. ბოლოს პირადად მე მწერდა, რომ დედა არ იტირო. იმ წუთას პოლიციაში ჩავედი და განვაცხადე”, - უთხრა “ინფო რუსთავს” დაკარგული ბიჭის დედამ.

მისივე ინფორმაციით, ახალგაზრდას ფინანსური პრობლემა ჰქონდა.

თორნიკე აბალაკი კამერებმა ბოლოს მე-20 მიკრორაიონში, ერთ-ერთი კორპუსისკენ მიმავალიდააფიქსირა.

ძებნაში ჩართულია პოლიცია.

თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას დარეკეთ ნომერზე - 568676587.

 

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები