ბათუმში, "ორბი სითის" 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა და გარდაიცვალა.
სამართალდამცავები შემთხვევის ადგილას მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი სასტუმრო ნომერში კიდევ ერთ პირთან ერთად იმყოფებოდა.
მომხდართან დაკავშირებით დეტალების გარკვევას "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.