ვარკეთილში მეგობრებს შორის სისხლიანი დაპირისპირება იყო.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და დაჭრით დასრულდა.
დაჭრილი მამაკაცი ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.