გურჯაანში ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსში" გადაყვანა.
როგორც კლინიკაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, პაციენტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება და მიმდინარეობს გეგმიური შესაბამისი მკურნალობა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.