რომელი ქვეყნიდან შემოვიდა საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი

2023-07-21 11:36:45

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, საქართველოში 2 860 117 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა. აქედან სხვა ვიზიტები (არატურისტული) – 330 600, ხოლო საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 2 529 517 იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციის ცნობითვე, მიმდინარე წლის 1-ელ ნახევარში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 75.9%-ით გაიზარდა, პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს კი -26%-ით ჩამორჩება.

2023 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მიხედვით, ტოპ-15 ქვეყანა ასე გამოიყურება:

თურქეთი - 582 527 ვიზიტორი;
რუსეთი - 577 632 ვიზიტორი;
სომხეთი - 397 116 ვიზიტორი;
ისრაელი - 106 530 ვიზიტორი;
აზერბაიჯანი - 85 777 ვიზიტორი;
უკრაინა - 67 040 ვიზიტორი;
ყაზახეთი - 57 771 ვიზიტორი;
ირანი - 50 932 ვიზიტორი;
ბელარუსი - 44 570 ვიზიტორი;
პოლონეთი - 36 103 ვიზიტორი;
ინდოეთი - 35 140 ვიზიტორი.
გერმანია - 25 020 ვიზიტორი;
უზბეკეთი - 20 250 ვიზიტორი;
აშშ - 18 359 ვიზიტორი;
ფილიპინები - 15 484 ვიზიტორი.