ორგანიზაცია "ამბრელა" მოხალისეობრივ ვაკანსიას ამჯერად პოლონეთის ქალაქ კელცეში აცხადებს. პროექტის ხანგრძლივობაა - 8 თვე, 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის აპრილამდე.
მოხალისეობრივი საქმიანობა მოიცავს: დაგეგმილ პროექტებში და აქტივობებში ჩართულობას, სოციალური მედიის ირგვლივ მუშაობასა და კონტენტის შემუშავებას, პროექტების შემუშავებას.
პროექტი დაფინანსებულია ორგანიზაციის მიერ და ფარავს მგზავრობის, საცხოვრებლის, კვების, ჯიბის ფულისა და დაზღვევის ხარჯებს.
მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყოს 18-30 წლის, დაინტერესებული იყოს ახალგაზრდებთან მუშაობით, დაინტერესებული იყოს პროექტების შემუშავებითა და სოციალური მედია მენეჯმენტით, ასევე, უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.
პროექტი მონაწილეს საშუალებას მისცემს იმოგზაუროს პოლონეთსა და ევროპაში, გაიუმჯობესოს კომპეტენციები ახალგაზრდულ საქმიანობაში, გამოიმუშაოს პიროვნული უნარ-ჩვევები. მონაწილე ასევე მიიღებს YouthPass სერტიფიკატსა და საჭიროების შემთხვევაში სარეკომენდაციო წერილს ამბრელასგან.
განაცხადის შესატანად საჭიროა გააგზავნოთ ინგლისურ ენაზე შევსებული EuroPass სივი და სამოტივაციო წერილი მეილზე - megiumbrella@gmail.com.
განაცხადის შეტანის საბოლოო ვადა - 25 ივლისი.