დღეს საქართველოში 2 მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები თავდაპირველად ქალაქ დედოფლისწყაროს სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ გამარჯვებასთან დაფიქსირდა. მეორე მიწისძვრა კი ქალაქ დმანისთან, სოფელ მამიშლართან მოხდა.
სოფელ გამარჯვებაში დაფიქსირებული ბიძგების სიმძლავრე 3,2 მაგნიტუდა იყო და თბილისის დროით 06:38 საათზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება სოფელ მამიშლარს, იქ მიწისძვრის სიმძლავრემ 3,1 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები თბილისის დროით 08:54-ზე მოხდა.