აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველში, დათვი ორ ქალსა და ერთ მცირეწლოვან ბავშვს თავს დაესხა.
ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევის შედეგად 6 წლის ბავშვი დაშავდა, რომელსაც 12 ნაკერი დაადეს.
არსბული ინფორმაციით, 74 წლის ქალი, შვილიშვილთან და რძალთან ერთად ჭალაში იმყოფებოდა, რა დროსაც დათვის ბელებს გადაეყარნენ, შემდეგ კი მათ დედა დათვი დაესხა თავს.
მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.