ბინაში ორი გარდაცვლილი ქალი იპოვეს

2023-07-17 18:16:37

ლანჩხუთში ერთ-ერთი კორპუსის ბინაში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.

ადგილობრივი მედიის "გურია თუდეის" ინფორმაციით, მეზობლებმა პოლიცია და სამაშველო სამსახური მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბინიდან მძაფრი სუნი გამოვიდა.

არსებული ინფორმაციით, ბინაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები კარის გაჭრის შემდეგ შევიდნენ.

სწორედ მათ აღმოაჩინეს გარდაცვლილი 82 და 72 წლის ქალის ცხედრები.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული არიან შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები.

"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები