ისტორიის გამოცდის პირველი დღე რუსთავში

2023-07-17 17:29:01

რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების კიდევ ერთი დღე დასრულდა.

დღეს აბიტურიენტები გამოცდას ორ სესიად ისტორიაში აბარებდნენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად მურადაშვილმა განუცხადა პირველ სესიაზე რეგისტრირებული 417 აბიტურიენტიდან 400 გამოცხადდა, ხოლო მეორე სესიაზე 415-დან 390.

მისივე თქმით, გამოცდის მეორე სესიაზე დაფიქსირდა დაგვიანება.

ხვალ გამოცდას აბიტურიენტები ერთ სესიად ისევ ისტორიაში ჩააბარებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები