გასულ თვეში საქართველოში 353 მილიონი დოლარი გადმორიცხეს

2023-07-17 14:46:08

2023 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 353.2 მლნ აშშ დოლარი (924.5 მლნ ლარი) შეადგინა.

ეროვნული ბანკის თანახმად, წინა წელთან შედარებით გზავნილების მოცულობა 17.4%-ით არის შემცირებული. კლების უმთავრესი მიზეზი რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების 44%-ით შემცირება იყო, ხოლო სხვა ქვეყნებიდან ფულადი ნაკადების მოცულობა გაზრდილია. მათ შორის მატებაა აშშ-დან, იტალიიდან, საბერძნეთიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოსულ გზავნილებში.

ქვეყნების რეიტინგი ივნისის თვის ფულადი გზავნილების მიხედვით:

1) რუსეთის ფედერაცია - 129 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -44%

2) იტალია - 43 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 21%

3) აშშ - 39 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 40%

4) საბერძნეთი - 20 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 8%

5) გერმანია - 20 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 45%

6) ისრაელი - 19 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 15%

7) ყაზახეთი - 17 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -1%

8) თურქეთი - 11 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 26%

9) ესპანეთი - 5.2 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 8%

10) საფრანგეთი - 4.8 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 28%

2023 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 28.8 მლნ აშშ დოლარი (75.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ივნისის (29.6 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.5%-ით ნაკლებია.