10 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა

2023-07-16 14:21:01

ახალციხეში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა.

მცირეწლოვანი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "იმედში" გადაიყვანა.

"ბავშვს ჰქონდა ზედაპირული ტრავმები, ქვედა კიდურებზე. ასევე თავის ტრავმაც. ჩაუტარდა გამოკვლევები, მთელი ღამე დაკვირვების ქვეშ იყო. დღეს გაეწერება კლინიკიდან" ,- განუცხადა "იმედის" კლინიკური მენეჯერი, მზია კაკოშვილი ტელეკომპანია ბორჯომს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.