რუსთაველი მოჭიდავეების წარმატება

2023-07-10 19:14:50

ორმა რუსთაველმა მოჭიდავემ თავისუფალი სტილით ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე U15-ს შორის წარმატებულად იასპარეზეს.

6-8 ივლისს უნგრეთის ქალაქ კაპოსვარში გამართულ ჩემპიონატზე ბაჩანა კარანაძისა და ბექა ბიჩინაშვილის გაწვრთნილმა სპორტსმენებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

ჯონი შაორშაძე - 75კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე
გიგია ლუქუნიძე - 85კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდურ შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები