რუსთავში ინგლისურის გამოცდაზე 50 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

2023-07-10 17:19:24

რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების კიდევ ერთი დღე დასრულდა.

გამოცდა ორ სესიად წარიმართა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად მურადაშვილმა განუცხადა პირველ სესიაზე რეგისტრირებული 458 აბიტურიენტიდან 437 გამოცხადდა, ხოლო მეორე სესიაზე 457-დან 428.

მისივე თქმით, დღეს არ დაფიქსირებულა დაგვიანების შემთხვევა.

ხვალ აბიტურიენტები ისევ ინგლისურის გამოცდას ჩააბარებენ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები