მათემატიკაში ერთიანი ეროვნული გამოცდის დღე დასრულდა.
გამოცდა ორ სესიად წარიმართა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად მურადაშვილმა განუცხადა პირველ სესიაზე რეგისტრირებული 470 აბიტურიენტიდან 439 გამოცხადდა, ხოლო მეორე სესიაზე 464-დან 438.
მისივე თქმით, დღეს არ დაფიქსირებულა დაგვიანების შემთხვევა.