სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 6 მო­ქა­ლა­ქე გაიტაცეს

2023-07-07 13:20:46

დღეს დი­ლით სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 6 მო­ქა­ლა­ქე უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ ალექ­სი ბა­ტი­აშ­ვილ­მა სამი კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე სუს-ის 2022 წლის ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს 6 მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბა უკვე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, ამოქ­მე­დე­ბუ­ლია ცხე­ლი ხაზი და ჩარ­თუ­ლი არი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი.

"სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ოდ­ში, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს - 44, ხოლო ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით 13 პირი, მათ შო­რის სა­ყუ­რა­დღე­ბოა ე.წ. ჯა­შუ­შო­ბის ბრალ­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბის ფაქ­ტი. სა­ერ­თო ჯამ­ში, 2022 წლის და­სას­რულს, უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს 9 მო­ქა­ლა­ქე. აქვე მინ­და კი­დევ ერთი სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი გი­თხრათ, რომ დღეს დი­ლით მოხ­და კი­დევ 6 ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ. გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია ცხე­ლი ხაზი, ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია უკვე მათი და­კა­ვე­ბა და ვე­ლო­დე­ბით მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დგომ გან­ვი­თა­რე­ბას. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­უბ­რინ­დნენ თა­ვი­ან ოჯა­ხებს",- გა­ნა­ცხა­და ალექ­სი ბა­ტი­აშ­ვილ­მა.