ბათუმში, 16 წლის ბიჭს, ლუკა აბულაძეს ეძებენ.
ახლობლების ინფორმაციით, მოზარდი 4 ივლისს მეგობრებთან ერთად ზღვაში გასაბერი მოწყობილებით გავიდა და წყალში გადავარდა.
როგორც ირკვევა, ლუკა და მისი ორი თანატოლი ზღვაში ე.წ. წყლის ბანანით უცნობმა პირმა, ჟილეტების გარეშე შეიყვანა.
მაშველებმა ზწყლიდან ბიჭის მეგობრების გამოყვანა შეძლეს, ლუკა აბულაძე კი გაუჩინარდა.
მიმდინარეობს მოზარდის საძიებო სამუშაოები.