რუსთავში, მაჩაბელის ქუჩაზე მანქანა ორმოში ჩავარდა.
როგორც "ტოიოტას" მარკის ავტომობილის მძღოლმა "ინფო რუსთავს" უთხრა, მომხდაროს გამო, სატრანსპორტო საშუალება მნიშვნელოვნად დაზიანდა, რის გამოც მისი დაშლა და შეკეთება გახდა საჭირო.
ფაქტის შემდეგ, მოქალაქეებმა ორმოში მაგიდა ჩადეს, რათა გზაზე მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს.