რა უნდა გაითვალისწინოთ, თუ რუსთავში კონდიციონერის დამონტაჟება გინდათ

2023-07-05 18:35:14

რუსთავში, უნებართვოდ დამონტაჟებული კონდიციონერი მოქალაქის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის მერიაში განუცხადეს, კონდიციონერის დამონტაჟებისთვის აუცილებელია მობინადრემ განცხადებით მიმართოს რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურს.

მხოლოდ ნებართვის გაცემის შემდეგ არის შესაძლებელი გაგრილების სისტემის დამონტაჟება.

დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მერიის ცხელ ხაზს ნომრზე 1300 მიმართოთ.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები