რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების მე-2 დღე დასრულდა.
აბიტურიენტები გამოცდას დღესაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებდნენ. გამოცდა ორ სესიად წარიმართა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ზვიად მურადაშვილმა განუცხადა პირველ სესიაზე რეგისტრირებული 488 აბიტურიენტიდან 460 გამოცხადდა, ხოლო მეორე სესიაზე 486-დან 459.
მისივე თქმით, დღეს არ დაფიქსირებულა დაგვიანების შემთხვევა.