მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

2023-07-04 18:29:29

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

მამაკაცი სავარაუდოდ მეშვიდე-მერვე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა.

რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.