კინოჩვენების დღეები რუსთავის ცენტრალურ პარკში [video]

2023-07-04 14:11:56

რუსთავის ცენტრალურ პარკში "ოქსიგენ ფესტის" საფესტივალო სივრცე 4,5 და 6 ივლის კინოჩვენებებს დაეთმობა.

როგორც კინოდღეების ორგანიზატორმა ლევან ლომაშვილმა განუცხადა, პარკში არსებულ ამფითეატრში 4 და 5 ივლის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება გაიმართება.

კინოდღეები 6 ივლის ოსკარზე წარდგენილი დათა ფირცხალავას ფილმის "დიდი შესვენება" დაიხურება.

კინოების ჩვენება ყოველდღე 8 საათზე დაიწყება.

კინოდღეების დასრულების შემდეგ კი საფესტივალო სივრცე 7,8 და 9 ივლის მუსიკალურ ღონისძიებებს დაეთმობა.