ეროვნული გამოცდების პირველი დღე რუსთავში

2023-07-03 17:36:14

რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდების 1-ლი დღე დასრულდა.

დღეს აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენაში აბარებდნენ.

როგორც "ინფო რუსთავს"  რუსთავის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად მურადაშვილმა განუცხადა, გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული 486 აბიტურიენტიდან რუსთავის საგამოცდო ცენტრში 461 გამოცხადდა, მეორე სესიაზე დარეგისტრირებული 485 აბიტურიენტიდან 468 გამოცხადდა.

დაფიქსირდა დაგვიანების 2 შემთხვევაც.

მისივე თქმით, საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები