რუსთავში 23 გველი დაიჭირეს

2023-06-03 15:47:54

რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში ივნისის თვეში 23 გველი დაიჭირეს.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრიდან მიაწოდეს.

ცენტრის ხელმძღვანელის, დავით იშხნელის ინფორმაციით, მათთან სულ 36 გამოძახება შევიდა, საიდანაც 23 დადასტურდა, თუმცა შხამიანი ქვეწარმავალი არცერთ გამოძახებაზე არ გამოუვლენიათ.

დაჭერილი გველების სახეობები ასე ნაწილდება: 4 გველხოკერა,
2 ჩვ ანკარა, 2 წყლის ანკარა, 4 წითელმუცელა მცურავი,
2 წენგოაფერი მცურავი, 1 კატისთვალა, 1 წყლის ეინერისი, 5  წყნარი ეირენისი და 2 თითტიტველა გეკონი.

იშხნელის განმარტებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქვეწარმავლების რაოდენობა გაზრდილია, ამის მიზეზად კი წვიმიან ამინდებს ასახელებს.

ინფორმაციისთვის, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე - 13 00 ან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე - 28 74 75.

ცენტრში აცხადებენ, რომ სამსახური შეტყობინებაზე რეაგირებას უწყვეტ რეჟიმში მოახდენს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები