ივნისის თვეში "ინფო რუსთავის" ობიექტივში რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებსა და მის მიმდებარედ მომხდარი 8 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა.
საბედნიეროდ, არცერთ ავტოსაგზაო შემთხვევას არ მოჰყოლია მსხვერპლი, თუმცა იყო 7 დაშავებული.
დაშავებულებს შორის ექვსი მსუბუქი იყო, ორს ადგილზევე გაეწია სამედიცინო დახმარება, ხოლო ოთხის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
ერთ-ერთი ავარიის დროს დაშავებული პირის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა და ოპერაცია ჩაუტარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევები მოხდა რუსთავის ავტობანზე, ცენტრალურ ხიდზე, კლდიაშვილის, ლეონიძის, მეგობრობისა და ცურტაველის ქუჩებზე მოხდა.