რუსთავში ეროვნული გამოცდები დაიწყო [video]

2023-07-03 12:04:55

მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რუსთავში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა ზვიადი მურადაშვილმა განუცხადა, გამოცდის პირველ სესიაზე 486 აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, საიდანაც 461 გამოცხადდა, ხოლო ორმა დაიგვიანა.

გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტებმა "ინფო რუსთავის" პირდაპირ ეთერში გამოცდების სირთულეც შეაფასეს. მათი თქმით, გამოცდა არც ისე რთული იყო მათთვის.

ცნობისთვის, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდის მეორე სესია სამ საათზე დაიწყება.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები