მეწყერში მოყოლილი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

2023-07-03 11:11:12

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში მიწის მასაში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

ინფორმაცია "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

მაშველებმა ცხედარი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.

72 წლის კაცს მაშველები მესამე დღეა ეძებდნენ.

მამაკაცი მეწყერში 1-ელ ივლისს მოყვა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები