რუსთავის 16-წლამდელთა გუნდი ფინალურ სერიაში დაწინაურდა

2023-07-03 01:08:52

კალათბურთში 16-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ სერიაში "რუსთავი" დაწინაურდა.

ქალაქის ახალგაზრდულმა საკალათბურთო გუნდი 1-ელი მატჩის გამარჯვებული გახდა და "ჰიუნდაის" 13 ქულიანი სხვაობით, 80:67 მოუგო.

მატჩი ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში ჩატარდა, საპასუხო მატჩი კი, 4 ივლისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

ფინალური სერიის პირველ მატჩში ბოლო წლების რეკორდი დაფიქსირდა: რუსთაველმა ლუკა ტაბაღუამ ოთხმაგი დუბლი გაიფორმა - მის ანგარიშზე 27 ქულა, 11 ქულა, 10 პასი და 10 ჩაჭრა ჩაიწერა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები