რუსთავის ცენტრალურ პარკში ოქროსმედალოსნებისთვის სპეციალური მიღება გაიმართა.
მიღებაზე წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მერიის ფულადი ჯილდო და კერძო სექტორისგან, სხვადასხვა პრიზი გადაეცათ.
ახალგაზრდები ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ პირადად დააჯილდოვა, ბიზნესის მიერ დაწესებული პრიზები კი, ლოტოტრონის პრინციპით გათამაშდა.
ღონისძიებას, რუსთავის რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები, დირექტორები და მოსწავლეების მშობლები, განათლების რესურსცენტრისა და კერძო ბიზნესის, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სკოლა წელს რუსთავში ოქროს მედალზე 149 მოსწავლემ დაამთავრა.