ხმაური რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსში [photo]

2023-07-03 00:00:39

რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაპირისპირება ტრანსპორტში ძაღლის ალიკაპის გარეშე აყვანას მოჰყვა, რამაც მცირეწლოვანი ბავშვების შეშინება გამოიწვია.

როგორც ავტობუსში დასაქმებულმა კონტროლიორმა საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, მითითების მიცემის შემდეგ, მას ცხოველის მეპატრონე ფიზიკურად გაუსწორდა.

"ვუთხარით, რომ ალიკაპის გარეშე ძაღლს ვერ ამოვუშვებდით ავტობუსში. არც ისე შეიძლება და თან ბავშვებიც იყვნენ ტრანსპორტში. მომპარეს ალიკაპიო თქვა და ვუთხარი, არ მაქვს უფლება, ძალიან გთხოვთ დატოვეთ ავტობუსითქო. მაშინვე დამარტყა ხელი და უწმაწური სიტყვებით მომმართა. მოვითხოვე ავტობუსის გაჩერება, რათა მგზავრი ჩასულიყო. ბავშვები ტიროდნენ, რა ვქნა, ვერ ვამგზავრებდი, არ მაქვს უფლება.

მერე მგზავრები რომ ყვიროდნენ, მათ ვუთხარი, თუ ვინმეს ჩასვლა გინდათ, წინა კარიდან ჩაგიშვებთ და მე გაგაყოლებთ მეორე ავტობუსსთქო, ამაზე ისევ შემომიტრიალდა უწმაწური სიტყვებით და მეორედ დამარტყა", - ყვება კონტროლიორი.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები