"მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია"

2023-07-01 20:55:26

სადგურ მარელისთან ჩამოწოლილ მეწყერის გამო მატარებლების ყველა რეისი გაუქმდა.

ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

"სადგურ მარელისთან ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით ჯერჯერობით წინასწარი გეოლოგიური დასკვნები არ გაკეთებულა.

შესაბამისად, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებისათვის დღეს მატარებლების ყველა რეისი გაუქმებულია - მგზავრობის გადახდილი საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.

2 ივლისის რეისებთან დაკავშირებით, ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით",- ნათქვამია განცხადებაში.