რუსთავში სოციალური კაფე-ბარი გაიხსნა.
განსხვავებული ინტერიერი, განსხვავებული შინაარსი და მიზნები - "პროფესიო" სტანდარტული კვების ობიექტი ნამდვილად არაა. მთავარი დატვირთვა, რომელსაც ის ატარებს, თქვენი ზრდა-განვითარება და დროის პროდუქტიულად გატარებაა.
ამ ყველაფერთან ერთად, ბარში გემრიელ კერძებსა და კარგ მუსიკასაც შემოგთავაზებენ.
დამფუძნებელი გიორგი თვალიაშვილია. მისი თქმით, "პროფესიო" ადამიანებში პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.
"დღეს არის მსუბუქი გახსნა პროფესიული კაფე-ბარი "პროფესიოსი", რომლის მიზანიც ახალგაზრდებისთვის პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარებაა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა. აქ ჩვენ ვიზრუნებთ ყველა იმ უნარის განვითარებაზე, რომელიც სარესტორნო ბიზნესში სჭირდებათ ახალგაზრდებს. გარდა ამისა, "პროფესიო" ემსახურება პიროვნულ ზრდას. გვექნება თემატური ტრენინგები, სხვადასხვა საჯარო მოხსენებები და აქტივობები ყოველკვირეულად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რაც გვაქვს ყოველ კვირას, სამაგიდო თამაშებია და ძალიან კარგი იქნება, თუ შემოგვიერთდებით", - განაცხადა თვალიაშვილმა.
მარტივი აღსაქმელი რომ იყოს, კაფე-ბარი კლინიკა "რუსთავის" მიმდებარედაა განთავსებული და ის ყოველ დღე, 17:00 საათიდან 00:00-მდე გიმასპინძლებთ.