ზუგდიდში 13 წლის მოზარდი ორსულადაა. მოზარდის ორსულობის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 48 წლის კაცი დააკავა.
როგორც "ინფო რუსთავს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.