ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [photo]

2023-06-28 19:53:29

რუსთავში კლდიაშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "მერსედესის" მარკის ტაქსი და "ფიტის" ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის დროს მსუბუქად დაშავდა ქალი, რომელსაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები