უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი - ორივე საარტილერიო დაბომბვას ემსხვერპლა.
ფრონტის ხაზიდან მათი ცხედრები ამ წუთებში გამოჰყავთ თანამებრძოლებს, მათ სამშობლოში სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.
ომის დაწყების დღიდან უკრაინაში რუსეთის აგრესიას 47 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.