რუსთავში საზაფხულო ბაგა-ბაღები გასული წლის მსგავსად, წელსაც იმოქმედებს.
როგორც "ინფო რუსთავს" მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განუცხადეს, ბავშვბს ქალაქში მოქმედი 3 სააღმზრდელო დაწესებულება, 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით მიიღებს.
"მეორე წელია რუსთავში საზაფხულო ბაღის სერვისი დაინერგა. საზაფხულო ბაღი წელს რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების სამ ფილიალში 20-ე, 21-ე და მე-40-ე ბაღებში იფუნქციონირებს, 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით.
საზაფხულო ბაღი გათვლილია გაერთიანების ფილიალებში ჩარიცხული აღსაზრდელებისთვის. ჩარიცხვა მშობელთა განცხადებების საფუძველზე მოხდა და მიმდინარე წელს სურვილი 700-მდე მშობელმა გამოთქვა", - აცხადებენ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში.
ზაფხულში სააღმზრდელო დაწესებულებით რუსთავში გასულ წელს 500 - მდე ბავშვმა ისარგებლა.