საავტომობილო საცობი ქვეყნის მთავარ მაგისტრალზე

2023-06-21 19:59:04

ქვეყნის მთავარ მაგისტრალზე საავტომობილო საცობია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა მგზავრმა განუცხადა, ქანდიდან მცხეთამდე ასობით ავტომობილი საცობში დგას და გადაადგილება შენელებულია.

როგორც "ინფო რუსთავს" საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევაა, რის გამოც გადაადგილება შეფერხებულია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები