რუსთავში ღამის 00:30 საათიდან მეგობრობას, თოდრიასა და მათ მიმდებარე ქუჩებს ელექტრო ენერგია არ მიეწოდებათ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიაში” განუცხადეს, დენის გათიშვა ავარიულად მოხდა, რადგან ერთ-ერთი სადენი დაზიანდა.
მათი თქმით, კომპანიის თანამშრომლები პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ და აბონენტებს ელექტრო ენერგიის მიწოდება ერთ საათში აღუდგებათ.