2023-06-17 14:01:13
რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევაა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს მისაბმელი მოძვრა და გზა ჩაიხერგა.
შემთხვევის გამო ტერიტორიაზე საავტომობილო საცობია წარმოქმნილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟები.