პოლონეთში ქართველი მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებული 46 წლის კაცია და ის მოპარული ნივთებით ვაჭრობდა.
არსებული ინფორმაციით, კაცმა 9 300 პოლონური ზლოტის ღირებულების სხვადასხვა ბრენდის კოსმეტიკა მოიპარა და ბაზრობაზე გაყიდა.
დაკავებულს 7,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.