ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკის, გოდერძი აფრასიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის თბილისში, დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული და რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
კლინიკაში აცხადებენ, რომ მამაკაცს მეხის დაცემის შედეგად მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული.
ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა.