რუსთავში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა.
გმირთა მემორიალთან არსებულ ღია საგამოფენო სივრცეში რუსთავის სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრი კესანეს ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა მუსიკალური ნომრებიც შესრულდა.
გამოფენას რუსთავის მერიის წარმომადგენლები და რუსთავის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნების" დეპუტატები დაესწრნენ.