რუსთავში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა [video]

2023-06-14 19:47:51

რუსთავში, გმირთა მემორიალთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "მერსედესის" მარკის ტაქსის ავტომობილი და "ტოიოტას" მარკის ჯიპი შეეჯახა.

შემთხვევის დროს დაშავდა ერთი პირი, რომელსაც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა პირველადი დახმარება ადგილზევე გაუწია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახური ეკიპაჟებიც.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები