ცხოველების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 251 შემთხვევა რუსთავში

2023-06-14 13:02:47

ოქტომბრის თვეში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 251 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც პაციენტთა აცრა მოხდა.

როგორც "ინფო რუსთავს" ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, პაციენტთა შორის 90 ბავშვია. მისივე ინფორმაციით, დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის უმრავლესობა, 220 შემთხვევათა, პატრონიანი ცხოველების მხრიდან დაფიქსირდა, დანარჩენ შემთხვევაში კი ცხოველთა პატრონების მიკვლევა ვერ მოხდა.

ჯანგულაშვილის ცნობით, კლინიკაში გასულ თვეში პაციენტები ძაღლის, კატის, კურდღლის, ერთეულ შემთხვევებში კი ზღვის გოჭისა და თაგვის ნაკბენებითაც მიიღეს.

მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, მსგავს სტუაციაში აუცილებლად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები