რუსთავში თვითმონიტორინგის სისტემა 11 საწარმოს უყენია

2023-06-13 14:00:29

რუსთავში არსებული 24-მდე საწარმოდან დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის სისტემა დაყენებული და სისტემაში რეგისტრირებული 11 საწარმოს აქვს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან მიაწოდეს.

მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 13 ივნისის მონაცემებით, ქალაქ რუსთავში მოქმედი საწარმოებიდან თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული საწარმოებია:

1. სს რუსთავის აზოტი

2. შპს  ერთობა 98

3. შპს ლევ 2019

4. შპს მაქს იმპორტი

5. შპს ელბა ექსპორტი

6. შპს ჯეოსთილი

7. შპს სოლო   

8. შპს გია_2019

9. შპს მშენებელი 2004

10. შპს ემენ ქემიკალ ჯორჯია   

11. შპს სტანდარტ ცემენტი

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები